ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1754673696
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, ჭადრაკში ქალაქის ჩემპიონატის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
დავით ჩერქეზიშვილმა ნორჩ მოჭადრაკეებს მშობლებთან ერთად სამუშაო კაბინეტში უმასპინძლა, მათ მიღწეული წარმატება მიულოცა და მედლები, თასები და შესაბამისი დიპლომები გადასცა.
ჭაბუკთა შორის ქალაქის პირველობა ჭადრაკში 2-დან 12 მაისი ჩათვლით მიმდინარეობდა, სადაც სამ საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველ ადგილზე გიორგი ნარსია გავიდა, მეორე ადგილი წილად ხვდა ნიკოლოზ დიდებაშვილს, ხოლო მესამე ადგილი ბექა ყვავაძემ დაიკავა.
ღონისძიებას, ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, იუზა დოლიძე, ააიპ სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი, ვარლამ კობახიძე და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139