„ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტის თარიღი ცნობილია

მამარდაშვილი

„ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტის თარიღი ცნობილია.

გამოცემა „დეილი მეილის“ ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარე ინგლისურ გრანდში 23 სექტემბერს, კარაბაოს თასზე გასამართ შეხვედრაში ითამაშებს.

„ლივერპული“ მეთექვსმეტეფინალურ შეხვედრას საკუთარ მოედანზე, „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. გიორგი მამარდაშვილი „წითლებს“ ზაფხულში შეუერთდა და ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისი ოფიციალურ თამაშებში დებიუტი ჯერ არ შემდგარა.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.