„ამ დღეებში დაიდება ძალიან ლამაზი სიმღერა...“ - ნუცა შანშიაშვილი პრემიერისთვის ემზადება

ნუცა შანშიაშვილი

ნუცა შანშიაშვილი გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლეს უზიარებს. მუსიკოსი ახალი სიმღერის პრემიერისთვის ემზადება, რომლის ავტორიც კომპოზიტორი სოფი რაფაელაა. 

მომღერალი სოციალური ქსელის მომხმარებლებს იმ ემოციაზე უყვება, რაც სიმღერის მოსმენისას დაეუფლა. 

„მთელი ჩემი ცხოვრება აწყობილია სიურპრიზებით, მოულოდნელი ამბებით და საერთოდ, ხელოვნება, თუ რამე შემიქმნია, ყველაფერი, ყოველთვის ხდებოდა სპონტანურად. 

გიყვებით 3 დღის წინანდელ ამბავს... მირეკავს გიორგი შალვაშვილი საქმესთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ, დავასრულეთ და მერე, მწერს უეცრად, რომ რაღაც სიმღერა უნდა ჩაგიგდო, შენ უნდა იმღეროო, შენი ხმა მესმის, რომ შენ გააკეთებ ამ სიმღერასო.

...მომდის სიმღერა, ჩავრთე, მოვუსმინე და გულ-ღვიძლი ამომიტრიალდა, ემოციამ შემიპყრო - დამამონა იმან, რასაც მოვუსმინე. ეს არის ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი, ბერძენი-ქართველი კომპოზიტორი სოფი რაფაელა, ტექსტის ავტორიც თვითონ არის - გადმომიგზავნა გამზადებული მუსიკა.

პრემიერას დაელოდეთ, ამ დღეებში დაიდება ახალი სიმღერა, რომელიც ჩემ სულს შეეხო და მერე განვიხილოთ... დავდებ და გაგიზიარებთ ამ მაგარ, ქართულ, ძალიან, ძალიან ლამაზ სიმღერას „მათენდება“ -  ავტორი სოფი რაფაელა; ტექსტი, მუსიკა, ვოკალი ჩემი; არანჟირება დავით ალავიძე - დაგველოდეთ“, - ამბობს ნუცა შანშიაშვილი. 

ნახეთ, ვიდეო: