უბედური შემთხვევა გურჯაანში - რემონტისას ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

პოლიციის ლენტი

საცხოვრებელი სახლის რემონტისას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში ხელოსანი გარდაიცვალა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, რემონტის დროს, კედელი ჩამოინგრა და შიგ მამაკაცი მოიყოლა.

ნანგრევებში მოყოლილი ერთი პირი, გარდაიცვალა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.