საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
1775230573
რუსეთისა და თურქეთის ლიდერებს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრის ინიციატორი თურქული მხარე იყო.
კრემლის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ მიმდინარე სიტუაციას ნეგატიური გავლენა აქვს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური მასშტაბით, მათ შორის ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის სფეროებში.
მხარეებმა ასევე გამოხატეს საერთო სურვილი რაც შეიძლება სწრაფად ცეცხლის შეწყვეტისა და რეგიონის ყველა სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებზე დაფუძნებული კომპრომისული სამშვიდობო შეთანხმებების შემუშავების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
ერდოღანმა და პუტინმა ასევე განიხილეს თურქეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები.
როგორც კრემლი წერს, ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა ერდოღანს მოლაპარაკებების პროცესის ხელშეწყობისთვის მუდმივი მზადყოფნისთვის.
„კიევის რეჟიმის მიერ რუსეთსა და თურქეთს შემაერთებელ გაზსატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე დარტყმის მცდელობების გათვალისწინებით, ხაზგასმულ იქნა შავი ზღვის აკვატორიაში ყოვლისმომცველი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კოორდინირებული ზომების მნიშვნელობა“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.