ტრაგედია ფონიჭალაში - 14 წლის მოზარდი სახლში, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

policiis lenti

ფონიჭალაში 14 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა სახლში მოხდა. 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მოზარდები თამაშობდნენ, სველები იყვნენ, რა დროსაც მაცივარში გამავალმა დენმა ერთ-ერთ ბიჭს დაარტყა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.