ტრაგედია ჩხოროწყუში - ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩხოროწყუში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები არიან 60 წლამდე ქალი და მისი ხანდაზმული დედა. 

ამ დროისთვის ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხანძარი გამთენიას გაჩნდა.

მთავარს შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს