საფრანგეთის ეროვნული მაუწყებელი საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობაზე უარს აცხადებს
1766158068
პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებით, მისი უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ვარშავისა და კიევისთვის კარგი, ხოლო მოსკოვისთვის ცუდი ამბავია, – ამის შესახებ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვოლოდიმირ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტი კარგი ამბავია პოლონეთისთვის, ვარშავისა და კიევისთვის, მთელი ჩვენი რეგიონისთვის, მაგრამ ცუდი ამბავი რუსეთის ფედერაციისთვის, რადგან ეს არის დასტური, რომ პოლონეთი, უკრაინა და რეგიონის ქვეყნები სტრატეგიულ და უსაფრთხოების საკითხებში ერთად დგანან“, – განაცხადა კაროლ ნავროცკიმ.
ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას და ზელენსკის საერთო ხედვა აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი, როგორც ნეოიმპერიული პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, ევროპას საფრთხეს უქმნის.
უკრაინის პრეზიდენტი კი იმედოვნებს, რომ მისი ვარშავაში ვიზიტი პოლონეთთან ურთიერთობებში „ახალ და კიდევ უფრო მნიშვნელოვან გვერდს გახსნის“.
„იმედი მაქვს, ეს ვიზიტი გახსნის ახალ და კიდევ უფრო მნიშვნელოვან გვერდს უკრაინისა და პოლონეთის ურთიერთობებში, არა მხოლოდ მეზობლების, არამედ იმ ევროპული ელემენტების ურთიერთობებშიც, რომელთა გარეშეც ევროპის მთელ ნაწილში თავისუფლება უბრალოდ არ იქნება. უკრაინა ახლა არა მხოლოდ იღებს მხარდაჭერას ჩვენი მეგობრებისგან, ჩვენი მეზობლებისგან, არამედ გვთავაზობს თავის გამოცდილებას ამ ომში თავდაცვის სფეროში.
დღეს უკრაინას აქვს ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიები ადამიანების სიცოცხლის დასაცავად და ყველაზე ძლიერი შესაძლებლობები იარაღის წარმოებისთვის. იარაღი, რომელიც თანამედროვეა, რომელიც ეფექტურია და მე პოლონეთს ვთავაზობ ამ გამოცდილებას. დღეს ამაზე ვისაუბრეთ და ამ კონტაქტებს გავაგრძელებთ. ჩვენ გვსურს, გამოვიყენოთ ეს გამოცდილება სოლიდარობის მიზნით, რათა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოები, ჩვენი რეგიონი, ჩვენი ევროპა. უკრაინა პოლონეთს დრონებისგან დაცვის საკითხზე კონსულტაციებს სთავაზობს. ჩვენ ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ დრონების თითოეულ ტიპს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.