ჯარიმა 300-დან 500 ლარამდე ან ოთხიდან რვა წლამდე პატიმრობა - გაფრთხილება მოსახლეობას
1781902369
იმერეთში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში, ავტოგასამართ სადგურზე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქდა მიკროავტობუსის აირბალონი რომლის დატუმბვა/გამართვაც იმ მომენტში მიმდინარეობდა.
საბედნიეროდ, შემთხვევას თან არ მოჰყოლია აალება. მიუხედავად საფრთხის შემცველი სიტუაციისა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმეზე სამართალწარმოება მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით.