სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში გახდეს - კვლევა
1781984908
საქართველოს პროკურატურის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში - ორგანიზებული დანაშაულების თემაზე თბილისის N30 და N31 საჯარო სკოლებში პროკურორებმა შეხვედრები გამართეს.
მათ სკოლის მოსწავლეებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა „ქურდული სამყაროს“ წევრობა, მისი საქმიანობის მხარდაჭერა და „კანონიერი ქურდისადმი“ მიმართვა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლას, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.
საინფორმაციო შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
საქართველოს პროკურატურა საჯარო სკოლებში საინფორმაციო კამპანიებს საქართველოს მასშტაბით აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1781983051
ესპანეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1781984378