„სულ ამბობდა, მე რომ მოვკვდები, მიტირებ?...“ - თაკო მთიულიშვილი ტრაგიკულ დღეს იხსენებს
1779308432
რუსთავი- თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მათგან ერთ-ერთ კი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
შემთხვევის გამო ავტობანზე ავტომობილები შეფერხებით მოძრაობენ.
წყარო: „ინფო რუსთავი“