ლაგოდეხში MMA-ის მებრძოლი, 22 წლის ვალერი ყოჩიაშვილი დაჭრეს
1793870600
პაველ ჰერჩინსკი ვერ მიხვდა ალბათ, ქართული კულტურა რას ნიშნავს, ამ ტონით სტუმარი მასპინძელს არ ელაპარაკება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, რომ საქართველომ არა ამერიკული და ჩინური, არამედ ევროპული კანონები უნდა მიიღოს.
„ჩვენ სად ვართ, საქართველო ამერიკა ვართ, ჩინეთი ვართ თუ რა ვართ? ჩვენ ვართ ევროპა, რას ჰქვია ევროპული. ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს, ჩვენ ვართ ევროპა. ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, ის არის რაღაც ევროპის რამე ქურუმი და აქ ჩვენ გვეუბნება, რა არის ევროპა, არ ვიცი ეს, თუ ვინმეს სჭირდება ევროპის ახსნა, აუხსნას თავის გარშემო ვინმე ადამიანებს. ჩვენ ვართ ევროპა, ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს. თუ მის გემოვნებაში ან ბრიუსელის გემოვნებაში რაღაც არ არის, ეს სხვა საქმეა. კიდევ ერთხელ არ მოსწონთ? გავიგეთ, ხომ შეაჩერეს, გავიგეთ და რატომ ბრაზობენ, ეს ვერ გამიგია. ამ საკითხს მინდა, მივუბრუნდე. გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის ბრიფინგი და რაღაც რეკომენდაციებზე საუბრობდა. პირველი რეკომენდაცია, რაც მინდა, მე მას მივცე, რომ ტონს დაუწიოს. აგრესიით, აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს. ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია და ტონს დაუწიოს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, გუშინ პაველ ჰერჩინსკის პრესკონფერენციაზე იყო გაბრაზებული და პრეტენზიებით საუბარი,
„რა არის საერთოდ, ეს რა წესია, რომ სტუმარი მასპინძელს ამ ტონით ელაპარაკება. ის ვერ მიხვდა ალბათ, ქართული კულტურა რას ნიშნავს, ამ ტონით სტუმარი მასპინძელს არ ელაპარაკება, ეს ერთი. მეორე – ამ ტონის ნაწილი იყო, გუშინ თქვა, რომ რაზე გვქონდეს დიალოგიო, გლობალურ ომის პარტიაზე და „დიფ სთეითზე“ უნდა გვქონდეს დიალოგიო, სერიოზულად გულისხმობთ ამასო? ხომ ნახეთ ეს გუშინ. აბა, რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი, მისმა ხელმძღვანელმა მარტა კოსმა რომ თქვა, რომ საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა, სერიოზულად? ამაზე უნდათ დიალოგი გვქონდეს, რუსეთმა გაიმარჯვა თუ არა? ეს არის, ამაზე უნდა დიალოგი, თუ მან რომ თქვა, ჰერჩინსკიმ რომ განაცხადა, რომ საქართველო თავის ბნელ წარსულს უბრუნდება, სერიოზულად? ამაზე უნდა საუბარი, ბნელ წარსულში ვბრუნდებით თუ არა? თუ რაზე უნდა დიალოგი, რომ მივიდა 2022 თუ 2023 წელს იუსტიციის მინისტრთან ყალბი დემარშით, რომ ეუბნებოდა, რომ სააკაშვილი კვდება, ამაზე უნდათ დიალოგი, კვდებოდა თუ არ კვდებოდა? გავიდა ოთხი წელი და ადამიანს შვილი ეყოლა და პოლიტიკურ პროცესებს მართავს ლამის ციხიდან, სერიოზულად? ამაზე უნდა დიალოგი? ასე რომ, ამ აგდებულ ტონს, მე ვურჩევდი ბატონ ელჩს, ასე აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეკადრება დიპლომატს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვვილმა.