უაითმა ილიას დაბრუნების დრო გაამხილა

უაითი

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ჯიმ როუმთან საუბრისას ილია თოფურიას დაბრუნების სავარაუდო დრო დაასახელა. როგორც უაითი ამბობს, „ელ მატადორი“ ოქტაგონს 2027 წლის დასაწყისში დაუბრუნდება.

"თოფურია 2027-ის დასაწყისში დაბრუნდება, მაგ საკითხზე ვმუშაობთ. მთლიანად, ეს მსუბუქი წონის დივიზიონი... გვყავს გეიჯი, თოფურია, არმან ცარუკიანი, ოლივეირა, პედი პიმბლეტი, ჰოლოუეი... ტოპ 10-ის ყველა წევრი ნამდვილი მკვლელია. ასე რომ, ეს არის საუკეთესო და ყველაზე მაგარი დივიზიონი, რაც ამჟამად გვაქვს.

ვის შეიძლება შეხვდეს ილია?

კონკრეტულ სახელს არ დაგისახელებთ, რათა მერე ინსტაგრამის იდიოტურმა გვერდებმა არ აიტაცონ და არ წერონ: „აი, მან თქვა, რომ მას ეჩხუბება“. როცა დრო მოვა, ყველაფერს გაიგებთ", - განაცხადა უაითმა. 

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლოს 2026 წლის 15 ივნისს, თეთრი სახლის ქარდზე იჩხუბა და ჯასტინ გეიჯისთან მეოთხე რაუნდის ბოლოს, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა, რითაც სამწუხაროდ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა.

✕