1754759209
ლილოს დასახლებაში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ლილოს დასახლების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ლილოს დასახელებაში, ღია სივრცეში ხის მასალას გაუჩნდა.