რა ახალი დეტალებია ცნობილი ქალზე, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა
1749198939
ბათუმში, გონიოს ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს მოპედი და მინივენი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის გამო, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილი იყო, ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: ბათუმელები