რა ახალი დეტალებია ცნობილი ქალზე, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა

სასწრაფო

გუშინ ხაშურში ტრაგედია დატრიალდა, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულ მამას, 9 შვილი გარდაცვლილი, ხოლო მეუღლე უგონო მდგომარეობაში დახვდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქმე საკვებით ინტოქსიკაციას ეხება, თუმცა ზუსტი პასუხი ჯერ ცნობილი არ არის.  

"მოზაიკას" ქალის მდგომარეობაზე ხაშურის საავადმყოფოს დირექტორი ესაუბრება.

 "კვლავ მძიმე მდგომარეობაა, მართვით სუნთქვაზეა.
ერთმნიშვნელოვანი პასუხი თუ რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა გვექნება ანალიზის პასუხების შემდეგ. საკვების ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. ესე სამედიცინო კუთხით ბევრ სხვადასხვა დიაგნოზზე შეიძლება ეჭვის მიტანა, ამიტომ რთულია რამის თქმა ანალიზის პასუხების გარეშე. ამ ეტაპზე რაც გამოვრიცხეთ ეს არის  სხვადასხვა ორგანოთა პათოლოგია, თავის ტვინის, გულის პრობლემები. პროგნოზზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ვაკეთებთ ყველაფერს", - ამბობს გიორგი ქისტაური, ხაშურის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი;

 შეგახსნებთ, რომ ხაშურში სამსახურიდან დაბრუნებულ მამას ცოლი უგონო მდგომარეობაში, 9 წლის შვილი კი გარდაცვლილი დახვდა. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარის მიზეზი საკვებით ინტოქსიკაციაა.