საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს

ამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს

საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. დღეს საქმის არსებითი განხილვა იწყება. სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან.

"ოთხი წელი ჩემი და ჯაფარიძის დაჭერა უნდოდათ 9-წლიანი მუხლით, ანუ, 9-წლიანი პატიმრობა უნდოდათ მოესაჯათ. არ გამოუვიდათ, რადგან ჩვენ ვიბრძოლეთ, არ დავემალეთ სასამართლოს, ვიარეთ ბოლომდე და დავამტკიცეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამიტომ, ვერც 9 წლით შემაშინებენ, ვერც ერთი წლით და ვერავის ვერაფრით ვერ შეაშინებენ," - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.