არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
„ნოტინგემისა“ და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელი, ტაივო ავონი ოპერაციის შემდეგ, ხელოვნურ კომაში შეიყვანეს. 27 წლის ფეხბურთელი „ლესტერთან“ მატჩის დროს ძელს ძლიერად შეეჯახა, რის შემდეგაც მას მუცელზე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარა.
შემთხვევა შეხვედრის 88-ე წუთზე მოხდა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო. ავონის სამედიცინო დახმარება რამდენიმე წუთის განმავლობაში უტარდებოდა, რის შემდეგაც ის მოედანზეც კი დაბრუნდა და დარჩენილი დრო ითამაშა.
ექიმების თქმით, ფეხბურთელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ხელოვნური კომა კი გულის სწორი რიტმის შესანარჩუნებლად გახდა საჭირო, სანამ მას მეორე ოპერაციას ჩაუტარებენ.
წყარო: CrystalSport