როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
აშშ-ში, აიდაჰოს შტატის ჩრდილოეთში, შეიარაღებულმა კაცმა ტყის ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი ადგილზე მისულ მაშველებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი კი დაიჭრა.
ტყის ხანძარი კენფილდის მთის აღმოსავლეთ ფერდობზე დაიწყო. Associated Press-ის ინფორმაციით, ადგილზე მისულ მაშველებს ცეცხლი გაუხსნეს და სროლა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაჭრილი სამი მაშველიდან ორი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ერთს კი ოპერაცია ჩაუტარდა. კუტენაის ოლქის შერიფის, ბობ ნორისის თქმით, გადარჩენილი მაშველი „სიცოცხლისთვის იბრძვის“, თუმცა მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. მოგვიანებით მისი ცხედარი ინციდენტის ადგილის მახლობლად აღმოაჩინეს, მის გვერდით ცეცხლსასროლი იარაღი იყო. მისი ვინაობა, სიკვდილის მიზეზი და სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა.
„ჩვენ ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ეჭვმიტანილმა განზრახ გააჩინა ხანძარი და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა. ამ მეხანძრეებს არანაირი შანსი არ ჰქონდათ“, - განაცხადა შერიფმა ნორისმა.