საქართველოს საპენსიო ფონდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1754922302
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სამშაბათს, აღმოსავლეთ ინდონეზიის პაპუას პროვინციაში, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი, პაპუას შტატში, ქალაქ აბეპურადან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 193 კილომეტრში იყო.
მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ეს უზარმაზარი არქიპელაგი სახელმწიფო სეისმურად აქტიურ რეგიონში, წყნარი ოკეანის "ცეცხლოვან რკალზე“ მდებარეობს, რის გამოც მიწისძვრები ხშირია. "ცეცხლოვან რკალი“ ინტენსიური სეისმური აქტივობის ზონაა, სადაც ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ეჯახება და რომელიც იაპონიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და მთელ წყნარ ოკეანეზეა გადაჭიმული.