ცნობილია დამკვეთები - ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმე შსს-მ გახსნა
1755007150
20 ივნისის საქმეზე რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო ექსპერიმენტი გრძელდება. დღეს ადგილზე გამომძიებლების შეკითხვებს ორმა პირმა უპასუხა, მათგან ერთი მედიის წარმომადგენელია. სულ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 40-მა პირმა.
პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებებით სრულდება სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია.
პასუხი უნდა გაეცეს კითხვას - რამდენად სწორედ დაგეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ სპეციალური ღონისძიება 2019 წლის 20 ივნისს.
"სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. მათ შორის, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაზარალებულების მონაწილეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ღონისძიების სწორად დაგეგმვისა და ძალის გადამეტების ფაქტის დადგენის მიზნით. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით, იმავდროულად სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად, დღეს დაზარალებულების მონაწილეობით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც დაზარალებულებმა დაადასტურეს გამოძიებისთვის მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დეტალურად მიუთითეს და აღიდგინეს ის გარემოებები, რა ვითარებაშიც მათ მიიღეს დაზიანება," - აცხადებს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი, პაპუნა კერესელიძე.