პოლონეთში მეთევზემ მდინარე ვისლაში შუა საუკუნეების ხმალი იპოვა

პოლონეთში მეთევზემ მდინარე ვისლაში შუა საუკუნეების ხმალი იპოვა

პოლონელმა მეთევზემ მდინარე ვისლადან შუა საუკუნეების ხმალი ამოიღო, რომელიც სავარაუდოდ 700 წლის წინ დაამზადეს.

კაცმა ხმალი ვარშავის ძეგლთა დაცვის სამმართველოს გადასცა, სადაც სპეციალისტებმა იარაღი შეისწავლეს და აღნიშნეს, რომ ის ძალიან კარგ მდგომარეობაშია - მან სიგრძე თითქმის სრულად შეინარჩუნა (79 სანტიმეტრი).

ახლა ხმალი სპეციალურ ხსნარში გაიწმინდება, რის შემდეგაც რესტავრაცია ჩაუტარდება, მერე კი შესასწავლად არქეოლოგებს გადასცემენ.

წინასწარი მონაცემებით, ხმალი ვარშავის დაარსების პერიოდით - მე-13-მე-14 საუკუნეებით თარიღდება.