1748031443
ტემპერატურა +32 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:
„საქართველოში მოსალოდნელია მზიანი დღეები, ვარდობისთვის ბოლო დეკადა მშვენიერი იქნება.
სუბტროპიკული ქედი სამხრეთიდან - ჩრდილოეთით შორს - არქტიკამდე გადაიჭიმება, ეს დაბლოკავს ჰაერის მასების განედურ გადაცემას. მაღალი წნევისა (ანტიციკლონი) და დღის სინათლის ხანგრძლივი საათების ფონზე, ატმოსფერო დაიწყებს სტაბილურ დათბობას.
ამიტომაც, მომდევნო 5 დღის განმავლობაში- სანაპირო კურორტებზე, დასავლეთის დაბლობზე და აღმოსავლეთის ბარში, ძირითადად მზიანი ამინდი, ტემპერატურა კი +30, +32 გრადუსთან ახლოს იქნება.მთაში ზოგან სითბოს ფონზე, საღამოობით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, თუმცა დღის უმეტესი ნაწილი მაინც თბილი და უნალექო იქნება“,- წერს ფარტენაძე.