ტურისტებმა მთებში განძი იპოვეს
1747917960
სკოლასთან, ავარიისას დაშავებულ ქალს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
ინფორმაციას და ემოციურ პოსტს შვილი, ნათია ბიჩინაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„როგორ მენანები დეე, ამ ტკივილისთვის, როგორ მეხვეწებოდი, არ მომაჭრან ფეხიო, დეეე... დღეს ყველაზე რთული გადაწყვეტილების წინაშე დავდექით, დეეე. სულ გიჯერებდი, მაგრამ ამჯერად მაპატიე, ცოცხალი მჭირდები, დეე. ერთად ყველაფერს შევძლებთ, ჩემი ძლიერი გოგო ხარ შენ. მთელი გული შენთან დამრჩა, როგორ მიჭერდი, რომ არ დამეტოვებინეეე... გული მიკვდება, მაპატიე დეე და ცოტაც გაუძელიიი, მე მჯერა შენიი“, – წერს ნათია ბიჩინაშვილი.
შეგახსენებთ, თბილისში, თემქის დასახლებაში, 159-ე სკოლასთან „ბოლო ზარის“ აღნიშვნის დროს ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.