თბილისის რომელ უბანშია ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული - გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის კომენტარი

ჰაერი

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დედაქალაქში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პირველი ხუთი თვის შედეგები შეაჯამა.

უბნების მიხედვით მდგომარეობა საგრძნობლად განსხვავებულია. წერეთლის გამზირზე მყარი ნაწილაკების გადაჭარბების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 

ჰაერის მონიტორინგის შედეგებზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა არაბიძემ „იმედის დღეში“ ისაუბრა.

„დედაქალაქში ხუთი სადგური გვაქვს განთავსებული. ჰაერის დაბინძურება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ავტოტრანსპორტით, ასევე მშენებლობით და უდაბნოს მტვერით. ზუსტად ვერ ვიტყვით, რამ გამოიწვია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე ხშირად წერეთლის სადგურზე დაფიქსირდა ჰაერის მაღალი დაბინძურების
მაჩვენებელი“, – აღნიშნა მარინა არაბიძემ.

მისივე თქმით, აპრილსა და მაისში თბილისის არც ერთ მონიტორინგის სადგურზე მყარი ნაწილაკების გადაჭარბების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დეტალურად ნახეთ ვიდეო: