ცნობილია, რა გახდა თურქი მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი
1781639562
ყოველწლიურად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლებს გადასცემს.
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები ზოგიერთ კერძო უნივერსიტეტში გარკვეული შეღავათებითა და დაფინანსების განსხვავებული მოდელით აქამდეც სარგებლობდნენ.
2026-2027 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში სახელმწიფო საგრანტო სისტემას აუქმებს. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო იქნება. კერძო უნივერსიტეტებში კი სახელმწიფო გადასახადს აღარ დააფინანსებს.
ამ ფონზე, კერძო უნივერსიტეტებმა აბიტურიენტებს დაფინანსებისა და შეღავათების მიღების სხვადასხვა გზა შესთავაზეს. მათ შორის, ოქროს მედალოსნის გრანტიცაა.
ზოგიერთი უნივერსიტეტი ოქროს მედალოსან აბიტურიენტებს დაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს.
მაგალითად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ოქროს მედლის მფლობელი სტუდენტები მიიღებენ IBSU-ს 50%-იან შიდა გრანტს;
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში (GIU) ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები ისარგებლებენ შიდა სასწავლო გრანტით.
ალტერბრიჯში საჯარო ან კერძო სკოლების ოქროს მედალოსნებისთვის მოქმედებს დაფინანსება 3000 ლარის ოდენობით, რომელიც ნაწილდება საბაკალავრო საფეხურის 3 წლის მანძილზე (1000 ლარი ყოველწლიურად).
ალტე უნივერსიტეტში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს, რომლებიც პირველ პრიორიტეტად აირჩევენ აღნიშნულ უნივერსიტეტს, სწავლა დაუფინანსდებათ 50%-ით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ოქროს მედალოსანი აბიტურიენტები მიიღებენ 20%-იან შიდა გრანტს, ხოლო ვერცხლის მედალზე - 10%. დაფინანსება გარანტირებულად მოქმედებს პირველ სემესტრში, შემდეგ სემესტრებში კი მისი შენარჩუნება დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე (GPA 3.5 ან მეტი)... სრულად