ავიაკომპანია Lufthansa-ს პილოტმა ჰაერში გონება დაკარგა - თვითმფრინავს 8 წუთი არავინ მართავდა
1747508158
აქტივისტები - მაგდა მამუკაშვილი და თათია აფრიამაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მარიამ ლაშხს კვების ერთ-ერთ ობიექტში სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს.
ლაშხი კვების ობიექტში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
"ვიყავით ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს. მუზეუმის კაფეში შევიყვანე ბავშვები, წყალი მოსწყურდათ, დიდხანს ფეხზე რომ იდგნენ... შემოცვივდნენ ორგანიზებულად, მონების ძახილითა და შეურაცხყოფებით. ბავშვები დაიზაფრნენ - რას ნიშნავს დედა, მონა რა არისო... რომ გავიდნენ, ბავშვებმა ტირილი დაიწყეს.
მოვარდნენ, - რეჟიმის პატიმრებს თავისუფლებაო, გაჰკიოდნენ. რეჟიმის მონები ხართო... ყველას, ვინც გარშემო მყავდა, დედაჩემს, რომელიც ასაკშია, თავის მეგობრებთან ერთად, გვიკიოდნენ და შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. რაც ყველაზე მთავარია, ბავშვებთან ერთად ვიყავი. იმედია, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. მამუკაშვილი ვიცანი, რომელიც გამოირჩევა რადიკალიზმით", - აცხადებს მარიამ ლაშხი.