„გავბედნიერდი...“ - ქეთი ეგიდუნაშვილი გათხოვდა
1747511771
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას რჩევებით ხშირად მიმართავს. ამჯერად, ბუწაშვილი წერს, რომ მნიშვნელოვანია ადამიანებმა იცოდნენ აქვთ თუ არა იმუნიტეტი ამა თუ იმ ინფექციის მიმართ.
მისივე თქმით, ინფექციური დაავადებების მიმართ იმუნიტეტის დადგენა მარტივია გარკვეული ანალიზების ჩატარების შემდეგ
. „ზოგს ხშირად არასწორი ინფორმაცია აქვს გადატანილი ინფექციების და ვაქცინაციის სტატუსის შესახებ. მაგალითად, ბევრი ადამიანი ამტკიცებს, რომ ესა თუ ის ინფექცია არ აქვს გადატანილი და არც აცრილია, არადა ანტისხეულებზე ანალიზს რომ იტარებს, აღმოჩნდება რომ გადატანილი აქვს (ან ვაქცინირებულია). მაგალითად, მონონუკლეოზი (ებშტეინ-ბარის ვირუსი) მოზრდილი მოსახლეობის 90%-ს გადატანილი აქვს და ხელახლა აღარ დაემართება, უმრავლესობამ კი ამის შესახებ არ იცის და შესაბამისი სიმპტომების დროს ექიმს ვერ აწვდის ინფორმაციას ჰქონია თუ არა ოდესმე ებშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეული მონონუკლეოზი. ასევე, მაგალითად, მოზრდილთა დაახლოებით 25%-ს გადატანილი აქვს B ჰეპატიტი, >80%-ს A ჰეპატიტი და წარმოდგენა არა აქვს ამაზე, თუ ანტისხეულებზე გამოკვლევა არ ჩაიტარეს.
ზოგჯერ ამ ტიპის კვლევებს სხვა ქვეყნებში გამგზავრებამდე იმ ქვეყნის მოთხოვნით იტარებენ და ასე შეიტყობენ ხოლმე. გადატანილი ინფექციების შესახებ ინფორმირებულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის დაგეგვმამდე. ზოგიერთი ინფექცია თუ ორსულობის დროს განვითარდა, ნაყოფის სერიოზული დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ ორსულმა წინასწარ უნდა იცოდეს რომელ ინფექციებზე აქვს იმუნიტეტი და რომელთა მიმართ აქვს რისკი და შესაბამისი პრევენცია მოახდინოს. ასეთი ინფექციებია, მაგალითად, ტოქსოპლაზმოზი, პარვოვირუსი, წითურა და ა.შ. ინფექციური დაავადებების მიმართ იმუნიტეტის დადგენა მარტივია შესაბამისი მიკროორგანიზმის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების გამოკვლევით (მაგალითად, წითელას საწინააღმდეგო IgG, პარვოვირუსის IgG, ტოქსოპლაზმა IgG და ა.შ.)“ – წერს მაია ბუწაშვილი.