საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი... - ამინდი ისევ იცვლება

ქარი

17 მაისს, შაბათს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უნალექოდ.  აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +27, +32°; მთაში +25, +30°; მაღალ მთაში +20, +25°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ზოგან ნისლი.  აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით  ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +20, +25°; მთაში +20, +25°; მაღალ მთაში  +15, +20°.