როგორ დავიცვათ თავი კანის კიბოსგან - დერმატოლოგის რჩევები

კანი

მაისი კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა!

კანის დაცვა სიცოცხლეს იცავს

კანის ერთ-ერთი გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა კანის ბრტყელუჯრედული სიმსივნე. ის ვითარდება კანის ზედაპირული უჯრედებიდან და ხშირად დაკავშირებულია მზის ულტრაიისფერ (UV) სხივებთან ხანგრძლივ ზემოქმედებასთან.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ხანგრძლივად მოუშუშებელი ჭრილობა

ქერცლიანი ან გამკვრივებული ლაქა

მეჭეჭის მსგავსი წარმონაქმნი

სისხლმდენი ან მტკივნეული კანის უბანი

რისკ-ფაქტორები:

მზეზე ხშირი ყოფნა და დამწვრობები

სოლარიუმის გამოყენება

ღია ფერის კანი

ასაკი და იმუნური სისტემის დაქვეითება

როგორ დავიცვათ თავი?

გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი ყოველდღიურად (SPF 30+)

მოერიდეთ მზის პიკურ საათებს (12:00–16:00)

ატარეთ ქუდი და დამცავი ტანსაცმელი

რეგულარულად შეამოწმეთ კანი და საეჭვო ცვლილებისას მიმართეთ ექიმს

დროული დიაგნოზი უმნიშვნელოვანესია — ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია.