საკრუიზო გემზე ვირუსული ინფექციის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა - რა ინფორმაცია ვრცელდება

გემი

ატლანტის ოკეანეში, საკრუიზო გემზე ვირუსული ინფექციის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ვირუსით ინფიცირებული, შესაძლოა, კიდევ ხუთი პირი იყოს.

მედიის ცნობით, ვირუსი საკრუიზო გემზე, MV Hondius-ზე გავრცელდა, რომელიც არგენტინიდან კაბო ვერდეში მიცურავდა. დანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ამჟამად აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან იმყოფება.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გემზე უკვე დადასტურებულია ჰანტავირუსის, სულ მცირე, ერთი შემთხვევა.

„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ჰანტავირუსული ინფექციები, როგორც წესი, დაკავშირებულია ინფიცირებული მღრღნელების ფეკალურ მასებთან. იშვიათად, მაგრამ ვირუსი, შეიძლება, გავრცელდეს ადამიანებს შორის და გამოიწვიოს მძიმე რესპირატორული დაავადება.