„43 სართულიდან გადმოვარდა...“ - ვინ არის ბათუმში დაღუპული კაცი
1777924526
ატლანტის ოკეანეში, საკრუიზო გემზე, რომელიც არგენტინიდან კაბო-ვერდეში მიცურავდა, ვირუსის აფეთქებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა.
BBC- ის ინფორმაციით, ამჟამად, ვირუსის ერთადერთი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებული 69 წლის ბრიტანეთის მოქალაქეა, რომელიც იოჰანესბურგის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. გამოცემის ცნობით, ეკიპაჟის ორ წევრს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება. ამასთან, ვარაუდობენ, რომ ვირუსით ინფიცირებული, შესაძლოა, კიდევ ხუთი პირი იყოს.
რა არის ჰანტავირუსი
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ჰანტავირუსის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას გვაწვდის:
ჰანტავირუსი პირველად 1951-1953 წლებში კორეის ომის დროს მდინარე ჰანტანის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა, საიდანაც ინფექციის სახელი იღებს სათავეს.
ჰანტავირუსი მღრღნელებს გადააქვთ. ადამიანების ჰანტავირუსით ინფიცირება არარეგულარულად ხდება, ძირითადად, საფლის რაიონებში, სადაც ტყეები, მინდვრები და ფერმებია (ვირუსების მატარებელი მღრღნელების საცხოვრებელი არეალი).
მღრღნელი ვირუსს ნერწყვის, შარდისა და სკორეს (ცხოველთა განავალი) მეშვეობით ავრცელებს. ვირუსი ადამიანში იმ შემთხვევაში შეიძლება მოხვდეს, თუ ის ვირუსით გაჟღენთილ ჰაერს შეისუნთქავს. CDC ინფიცირების სხვა გზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ინფიცირება მღრღნელის ნაკბენის, ვირუსით გაჟღენთილი ზედაპირის შეხებითა და დაინფიცირებული საკვების მიღებითაც ხდება. თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრი იქვე აღნიშნავს, რომ ამ გზით ინფიცირება საკმაოდ იშვიათია.
ვირუსს ორი მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია. პირველი, ეს არის ჰანტავირუსული ფილტვის სინდრომი (HPS). ის ტემპერატურით, კუნთების ტკივილითა და დაღლილობის შეგრძნებით იწყება, რასაც თავის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები სდევს თან. რესპირატორული სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 38%-ს უტოლდება.
მეორე - ეს არის ჰემორაგიული ცხელება (HFRS) - შედარებით უფრო მძიმე დაავადება, რომელიც ძირითადად თირკმელებს აზიანებს.
როგორ მკურნალობენ ჰანტავირუსს
ჰანტავირუსის ინფექციის წინააღმდეგ სპეციფიკური მკურნალობა, წამალი ან ვაქცინა არ არსებობს. პაციენტები ინტენსიურ განყოფილებაში, სიმპტომების შესაბამისად გადიან მკურნალობას. ხშირად იყენებენ ჟანგბადის თერაპიას, მექანიკურ ვენტილაციას, ანტივირუსულ მედიკამეტებს და დიალეზსაც კი.