რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
„პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ 37 წლის როშვან შახვედროვი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც უწყებაში განმარტეს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა როშვან შახვედროვის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულია ხმოვანი პისტოლეტი და ვაზნები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, მოქალაქე როშვან შახვედროვის მიმართ დაწყებულია გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულია ხმოვანი პისტოლეტი და ვაზნები. ასევე, ნარკოლოგიური შემოწმებისას როშვან შახვედროვს ნარკოტიკული საშუალებების - მეთადონის, მეფედრონის და ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნული თავად აღიარა გამოკითხვისას და ასევე, განმარტა, რომ მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონის სრული დაცვით. იგი არაერთხელ იქნა დაბარებული ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით ოქმის შედგენის მიზნით, თუმცა იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას,"- აღნიშნულის შესახებ შსს-მ „პრაიმტაიმთან“ გაკეთებულ ოფიციალურ კომენტარში განაცხადა.