ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
1762292321
ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ, „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში სტუმრობისას, წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. ტელეწამყვანი ზურა გორგაძე დაინტერესდა ფსიქოლოგის აზრით გავრცელებულ გამოთქმაზე, რომ ყველა
მამაკაცი ერთნაირია:
„როდესაც ამას ამბობს ქალი ან მამაკაცი, ამით იმ ადამიანს, ვინც ამ სიტყვების ადრესატია, არაფერი აკლდება. როგორც წესი, ამას ქალბატონები ამბობენ ხოლმე, წინა წარუმატებელი ურთიერთობების გამო. ამით მხოლოდ შენი ცხოვრება ხდება ორფეროვანი, სწორედ შენ კარგავ ცხოვრების მთელს ხიბლს. იმაზე მსჯელობა, ქალები და კაცები ერთნაირები არიან თუ არა, შეიძლება, მაგრამ ამის დაჟინებული მტკიცებით, არავის აზიანებ საკუთარი თავის გარდა“ – ამბობს ზურა მხეიძე.