„ნამდვილი ძალა დახმარების თხოვნაშია...“ - ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს
1779393474
გადაცემაში „VERSUS ირინა ტორონჯაძესთან ერთად” პლასტიკურმა ქირურგმა ციცინო შურღაიამ ინტელექტისა და ფინანსური მდგომარეობის კავშირზე ისაუბრა.
ცნობილმა ქირურგმა აღნიშნა, რომ ინტელექტუალ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას ინტელექტუალობაზე პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს.
„თუ ინტელექტუალობა გაქვს, უკვე რაღაცას მიაღწიე იმდენს, რომ ექიმის ფული იშოვო, ხომ? ერთი მეორეს გამორიცხავს – თუ ექიმთან მისასვლელი ფული არ გაქვს ე.ი. ინტელექტუალი არ ყოფილხარ, თორემ იშოვიდი…“, – ამბობს შურღაია.
აღნიშნულ რეპლიკაზე გადაცემის წამყვანმა პლასტიკურ ქირურგს ქვეყანაში არსებულ რეალობაზე მიუთითა – „ახლა ძალიან შეგეკამათებიან, რადგან ძალიან ბევრი მართლა ინტელექტუალი ადამიანი, ჭკვიანი და განათლებული, დღეს საქართველოში არის არარეალიზებული და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ახლოს არ ჩაუვლია ინტელექტთან, ისე კარგად იშოვა ფული, თქვენი მოსაწონი… აი, ამას რა ვუყოთ?“, – უთხრა ირინა ტორონჯაძემ.
საპასუხოდ ქირურგმა საკუთარი პოზიცია კიდევ უფრო განავრცო და აღნიშნა, რომ ინტელექტს სხვადასხვა ხარისხი აქვს:
„მაშინ, რატომ მიგაჩნიათ ეს ხალხი ინტელექტუალებად? იმიტომ კი არა, რომ ჩემზე ვამბობ – სადაც არ უნდა დამსვან, სამუშაო მექნება… ინტელექტუალობასაც თავისი ხარისხი აქვს, მაშინ დაბალი ხარისხის ყოფილა… რაღაცას მაინც მოიფიქრებს ადამიანი, თუ არადა ნუ გაქვს პრეტენზია, რომ შენ ინტელექტუალი ხარ, მაპატიეთ ამაზე“. წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, „ანუ ინტელექტუალ ადამიანს ფული უნდა ჰქონდეს აუცილებლად?“,
ციცინო შურღაიამ საკუთარი მოსაზრება ასე შეაჯამა: „ინტელექტუალ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფული! წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ აქვს პრეტენზია, რომ ინტელექტუალია“, – თქვა ციცინო შურღაიამ.