მარიამ შუკაკიძის ყოფილი მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1775678204
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს:
„8-12 აპრილის პერიოდში საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება.
მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობები - დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი და სეტყვა.
დასავლეთის ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე.
ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი.
შესაძლო საფრთხეები:
- წყალდიდობა
-მეწყერული პროცესების განვითარება, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება, ლოკალური სეტყვა
- ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ზარალი.
რეკომენდაციები:
- მოსახლეობამ და მძღოლებმა გამოიჩინონ სიფრთხილე გადაადგილებისას, ფერმერებმა მიიღონ პრევენციული ზომები მოსავლისა და მეურნეობის დასაცავად, მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი წაყინვის გამო, სასურველია მცენარეთა და ცხოველთა დაცვა. გთხოვთ გაითვალისწინოთ: გაფრთხილება არ არის შეშინება, არამედ ინფორმაციის გაზიარება თქვენი უსაფრთხოებისთვის. მშვიდობიან დღეებს გისურვებთ“, - წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.