„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ივლისს 06:50-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახატანი, ჭოპორტი, მისაქციელი, ცხვარიჭამია, ნავდარაანთკარი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან, 18:00 საათამდე, აბონენტებს სოფელ დიღომში სარაჯიშვილის, თევდორე მღვდლის, მარინაშვილის, თეთრი გიორგის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:0-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აბანოსხევი, ჭოპორტი, ბულაჩაური, წითელსოფელი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში სტალინის, კოსტავას, 26 მაისის, ბუაჩიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.