მეტროსადგურ „დიდუბის” ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა
1782051515
მეტროს სადგურში მომხდარი შემთხვევის შედეგად, მგზავრი, რომელიც ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა. „პრაიმტამის“ ინფორმაციით, ქალი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ახმეტელი-სადგურის მოედნის მონაკვეთზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია.
მათივე ცნობით, მეტრო მგზავრებს მხოლოდ "სადგურის მოედანი"- მეტროსადგურ "ვარკეთილის" მონაკვეთში ემსახურება.