სამყაროს ყველა პორტალი იხსნება... - გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1782067737
საბერძნეთში, ხანიის რეგიონში მომხდარმა სასტიკმა დანაშაულმა მთელი კრეტა შეძრა. 45 წლის სტავრულა ლევენტაკი, რომელსაც პოლიცია ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობა მისმა მდგმურმა ჩრდილოეთ მაკედონიის 43 წლის მოქალაქემ აღიარა.
ხანგრძლივი და რთული დაკითხვის შემდეგ, ბრალდებულმა სამართალდამცველებს 30 მაისის დილით მომხდარი ტრაგედიის დეტალები მოუყვა და თავადვე მიუთითა ადგილი, სადაც მსხვერპლი გადამალა.
გამოძიების წინასწარი მონაცემებით: ქალს გულმკერდის არეში დანით მიყენებული ჭრილობები აქვს, ხოლო თავის არეში მძიმე, სავარაუდოდ, რკინის საგანი აქვს ჩარტყმული. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მამაკაცმა ცხედარი ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან 5 კილომეტრის მოშორებით წაიღო და ვატოლაკას რაიონში, მინდორში დამარხა.
რაც შეეხება მოტივს, დაკავებული ამტკიცებს, რომ მკვლელობა სახლის დაზიანების გამო დაწყებულმა შელაპარაკებამ გამოიწვია. თუმცა, პოლიცია ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს და აქტიურად მუშაობს ალტერნატიულ ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, დანაშაული შესაძლოა სექსუალური მოტივით ყოფილიყო ჩადენილი.
ამჟამად ცხედრის აღმოჩენის ადგილზე კრიმინალისტები და პოლიციის დამატებითი ძალები მუშაობენ. გამოძიება გრძელდება და საზოგადოება საბერძნეთის პოლიციისგან საქმის სრული სურათისა და მტკიცებულებების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ელოდება.