დაავადება, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - სტატისტიკა

საავადმყოფო

2024 წელს საქართველოში 43 971 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1 215 ერთეულით (2.8%) მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

6 მიზეზი, რის გამოც საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება:

სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები - 18 159 ადამიანი;

კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში - 9 558 ადამიანი;

სიმსივნეები - 5 720 ადამიანი;

სასუნთქი სისტემის დაავადებები - 3 641 ადამიანი;

ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი - 1 826 ადამიანი;

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები - 1 307 ადამიანი.