,,ტემპერატურა ნელ-ნელა მოიმატებს” - როდის გამოიდარებს ქვეყანაში

მზიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, აღმოსავლეთში კი სეტყვა, იქროლებს დასავლეთის ქარი. რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში 26 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 32 გრადუსს მიაღწევს.

არამდგრადი ამინდები 5 ივლისის ჩათვლით შენარჩუნდება, შემდეგ გამოიდარებს და ტემპერატურაც ნელ-ნელა მოიმატებს.