„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
ეკატერინბურგში დაკავებული აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი შაჰინ შიხლინსკი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსული მედიაც ავრცელებს.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელ შაჰინ შიხლინსკის დაკავებასთან დაკავშირებით. მედიაში ასევე გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანდა, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მიდიან შიხლინსკის მანქანასთან, ამტვრევენ მანქანის მინებს და შემდეგ აკავებენ.