„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
უფლებადამცველი ბაია პატარაია ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„კაცმაცურო კაცურო“ არ გვეყოფოდა ვითომ, ისე შემოგვაპარეს „კოჩუნა ირო კოჩუნა“. ამაზე მეტი ფალოცენტრულობა რა გინდა, ერო?! ამ კვირაში კინაღამ გოგოებს დაბადების დღეები აუკრძალეს, მანდ ბიჭები მერე ერთმანეთს კლავენო.
პატრიარქატი გუგუნებს, პატრიარქატი მოედინება და ხან ქალებს შეიწირავს და ხანაც კაცებს, თუმცა, ეს ძეგლების დადგმას და სიმღერების შეთხზვას ხელს არ უშლის.
არსად დაგეკარგოთ ეგ ტოქსიკური და შხამიანი „კაცურობა“, „ვაშკაცა“ ალტ-ინფო, რაინდი ვასაძე და ოცნებას გამოყოფილი სირკაცების მოძრაობა...“ - ვკითხულობთ ბაია პატარაიას ფეისბუკ-პოსტში.