„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა დაადასტურა, რომ 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის მომენტში ბრალდებულისა და მოკლული კუკავას გარდა, შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, თუმცა პროკურორმა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მისი ვინაობა არ დაასახელა.
"კურიერის" ინფორმაციით, ეს იყო იუბილარის და, საქმის ოქროს მოწმე და ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი. იგი თანამშრომლობს გამოძიებასთან და შესაბამისი ჩვენება უკვე მიცემული აქვს.
შეგახსენებთ, ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დავით ჯიჯეიშვილს და კიდევ 7 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.