რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმიდან - ახვლედიანის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

რიჟვაძის საქმე

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უკვე ჩაუტარდა, ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მას ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდება.

შემთხვევა კახეთში, რიჟვაძის ნათესავის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის სახლში მოხდა. საგარეჯოში, ალეკო ახვლედიანის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

შემთხვევამდე აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ წერილი დატოვა, რომელიც მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს.

ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანას მუხლით მიმდინარეობს. ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დაკავებულია ალექსი ახვლედიანი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.