ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ უწყების თანამშრომლებს სამსახურის უფროსის მოადგილეები, გაგა კირკიტაძე და ია ახალაია წარუდგინა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მიხეილ მაღლაკელიძემ მოადგილეების წარდგენისას აღნიშნა, რომ გაგა კირკიტაძე კარგად იცნობს საგამოძიებო სამსახურის სპეციფიკას. იგი მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში. საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ია ახალაია, სხვადასხვა პერიოდში, მუშაობდა სასამართლო სისტემასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შეხვედრაზე სამსახურის უფროსმა, ასევე, წარადგინა საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის, ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის და შიდა ინსპექტირების სამმართველოს ახალი ხელმძღვანელები.