12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1749669933
ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის სასამართლო სხდომა გაიმართა.
სასამართლოს ჩვენება მისცა პოლიციელმა დავით ქიტიაშვილმა. მან განაცხადა რომ ბრალდებულთა ნაწილმა პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ნივთი ისროლა. პოლიციელს კითხვები დაუსვეს ადვოკატებმაც, რეპლიკები ჰქონდათ დაკავებულებს.
დაიკითხა 4 გამომძიებელი. მათ ამოღებულ ვიდეომასალებს დათვალიერება ჩაუტარეს.დღეს ასევე დაიკითხება მერიის თანამშრომელიც, რომელიც ზარალის ოდენობაზე ისაუბრებს.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. ისინი ბრალს არ აღიარებენ.