ტაივანში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6,4 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

კუნძულის ცენტრალური მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის ცნობით, მიწისძვრა 30,9 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.

ზარალის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.