ქართველი პლასტიკური ქირურგი საერთაშორისო სკანდალში გაეხვა - უკანონო „კოსმეტიკური წვეულებების“ დეტალები 

ექიმი

ქართველი პლასტიკური ქირურგი საერთაშორისო სკანდალში გაეხვა. 

ვენის სასამართლომ 20 თვით პატიმრობა მიუსაჯა 35 წლის ქართველ ქირურგს, რომელიც უკანონო კოსმეტიკურ პროცედურებს ატარებდა.

ქართველმა 58 წლის ქალს ბინაში ნიკაპის მოდელირების პროცედურა გაუკეთა, რომელიც მისთვის სავალალო აღმოჩნდა. ქალს მალევე გართულებები დაეწყო, სეფსისი განუვითარდა, საჭირო გახდა ქირურგიული ოპერაციის ჩატარება. 

დაზარალებულმა ქალმა მეგობრისგან ე.წ. „კოსმეტიკური წვეულების“ შესახებ შეიტყო, სადაც იაფ და აშკარად უკანონო სილამაზის პროცედურებს სთავაზობდნენ.

ადგილობრივი მედია ავრცელებს ფოტოებს ბინიდან, სადაც ჩანს, რომ პროცედურა ანტისანიტალურ პირობებში ტარდებოდა.