ხმაური და დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში

ხმაური და დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება იყო.

სასამართლოში, სადაც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მათე დევიძის პროცესი მიმდინარეობს, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათე დევიძის მხარდამჭერებმა სხდომაზე შესვლა ვერ მოახერხეს. სხდომა მცირე დარბაზში იმართება.

ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია.

პროცესს ესწრება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს. წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.